13/02/2025 ჯივიპი, 14 თებერვალს, კრწანისის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
14 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, ლესელიძის ქ. N27-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 14 თებერვალს 11:00 საათიდან 14 თებერვლის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
კოტე აფხაზის (ლესელიძის) N25-53 (კენტებს) N16-44 (ლუწებს), ყავლაშვილის, ანტონ კათალიკოსის N 30-36 (ლუწებს), სიონის, ერეკლე მეორეს, შარდენის, ბამბის რიგის, რკინის რიგის ქუჩებს, ტყავის I და II ჩიხებს, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს 2-28 (ლუწებს).
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge