20/02/2025 ჯივიპი, 21 თებერვალს, მთაწმინდის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
21 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში,ნ.ბაშალეიშვილის ქ. N25-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 21 თებერვალის 12:00 საათიდან 21 თებერვლის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში:
ბაშალეიშვილის ქუჩას ჩიხებით, ალეკო შენგელიას, ალეკო შენგელიას I შესახვევს, ვალერი გუნიას ქუჩას ვალერი გუნიას, ბელინსკის 18-44 (ლუწებს), 23-41 (კენტებს), გოგებაშვილის I გასასვლელს, გოგებაშვილის I შესახვევს, ივანე კერესელიძის N 24-46 (ლუწებს), N23-35 (კენტებს), კოტე მაყაშვილის N 26-32 (ლუწებს), N 31-35 (კენტებს).
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge