13/03/2025 ჯივიპი, 14 მარტს, ისნის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
14 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ისნის რაიონში, მოსკოვის გამზ. N18-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 14 მარტს 11:00 საათიდან 15 მარტის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში:
მოსკოვის გამზირს კვარტლებით, ქინძმარაულის ქუჩას შესახვევებით და ჩიხებით, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, გარდაბნის გზატკეცილს, წმ. ბარბარეს დასახლებას, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, პეტრე ხვედელიძის, ლაღიძის, სამრეწველოს დასახლებას, პაატა ჯანელიძის, თეთრი წყაროს, კობა ჩოხელის, ნარგიზის, ლერწმის, მანავის, საექიმოს, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, ჰოსპიტალის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის, იუნკერთა ქუჩებს, კრწანისი - რუსთავის გზატკ. N 1-251(კენტები) N2-42(ლუწები), გორგასლის ქ. N50-52, შოთა ნადირაშვილის, (დირსის კორპუსებს), ნავთლუღის N 10 და შავნაბადას სატუმბო სადგურს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge