ტარიფები


წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებაზე დაწესებულმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ წყლის ხარისხი და მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა, არამედ სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო, საპროფილაქტიკო და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებაც.


2008 წლიდან, წყალმომარაგებისა და წყალარინების ტარიფების დადგენა და მათში ნებისმიერი ცვლილების შეტანა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) კომპეტენციაა.

 

 

 

თბილისისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგების მომსახურების ტარიფები

 

 

მომსახურების ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებელისთვის შეადგენს:

  

1. ფიქსირებული გადასახადი უმრიცხველო მოხმარებისას – თვეში 4.517 ლარი 1 სულზე, აქედან:

          -  წყლის მიწოდებისთვის –  3.416 ლარი
          -  ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურებისთვის –  1.101 ლარი

2. ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას0.500 ლარი 1მ3-ზე, აქედან:

          - 1მ3 წყლის მიწოდების ტარიფი –  0.379 ლარი
          - 1მ3 ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი – 0.121 ლარი

  

 

 მომსახურების ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის შეადგენს:  

 

ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას - 8.807  ლარს 1მ3-ზე, აქედან:

         - 1მ3 წყლის მიწოდების ტარიფი –  6.741 ლარი
         - 1მ3 ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი – 2.066 ლარი



 

 

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების მომსახურების ტარიფები

 

მომსახურების ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებელისთვის შეადგენს:

  

1. ფიქსირებული გადასახადი უმრიცხველო მოხმარებისას – თვეში 3.008 ლარი 1 სულზე, აქედან:

          -  წყლის მიწოდებისთვის –  2.672 ლარი
          -  ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურებისთვის –  0.336 ლარი

2. ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას – 0.500 ლარი 1მ3-ზე, აქედან:

          - 1მ3 წყლის მიწოდების ტარიფი –  0.445 ლარი
          - 1მ3 ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი – 0.055 ლარი

  

 

 

 მომსახურების ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის შეადგენს:  

 

ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას - 6.500  ლარს 1მ3-ზე, აქედან:

         - 1მ3 წყლის მიწოდების ტარიფი –  5.760 ლარი
         - 1მ3 ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი – 0.740 ლარი

 

 

წყალმომარაგების აღნიშნული ტარიფები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2023 წლის 28 დეკემბრის N78 დადგენილებით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომხმარებლებისთვის დაადგინა. ტარიფები ამოქმედდა 2024 წლის 1 იანვრიდან. 

 

 

 

2020 წლის 1 დეკემბრიდან კომპანიების ,,მცხეთის წყლის“ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ გაერთიანების შედეგად, ქალაქ მცხეთის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფებით მოემსახურება  (N78 დადგენილება, 2023 წელი, 28 დეკემბერი). 

 

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებით დამტკიცებული სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების თანახმად, სასმელი წყლის მომხმარებელი იყოფა ორ ჯგუფად:

 

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელი წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის;

ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი.