დირექტორატი
ნინო წურწუმია
ფინანსური დირექტორი
ნინო წურწუმია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ფინანსური დირექტორის პოზიციას 2021 წლის მაისიდან იკავებს. ნინო GGU გუნდის წევრია 2015 წლიდან. 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა ფინანსურ დეპარტამენტებს ქვეყნის წამყვან კომპანიებში, როგორიც არის IDS ბორჯომი საქართველო, "სალფორდ ჯორჯია" და "ქართუ ჯგუფის" კომპანიები. ასევე, ნინოს აქვს აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ნინო წურწუმია 2002 წლიდან არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის სერტიფიცირებული წევრი.ნინოს მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრის ხარისხი.