დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

31/10/2024 ჯივიპი,1 ნოემბერს, საბურთალოს რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს





1 ნოემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში ,გაგარინის ქ. N24-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.


 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 1 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:



საბურთალოს რაიონში: 

გოთუას ქუჩას და ჰეიდარ ალიევის სანაპიროს (მარჯვენა სანაპირო) N2-16 (ლუწებს).





ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.



წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge