დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

27/11/2024 ჯივიპი, 28 ნოემბერს, საბურთალოს რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

 

 


28 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში , ჟ.შარტვავას ქ. N35-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.




კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 28 ნოემბერს  12:00 საათიდან 28 ნოემბრის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:



საბურთალოს რაიოში:

გაგარინის ქ. N1-27 (კენტებს), ოჩამჩირის, დარასელიას, ქანთარიას ქუჩებს და შარტავას ქ.N 35-75 (კენტებს) ნომრებს, პეკინის გამზ.43, კანდელაკის ქ.N1, ისაკაძის ქ. N 1,2,3,4,6, სოკრატ არშბას და აკაკი გახოკიძის ქუჩებს. 

 

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge