27/11/2024 ჯივიპი, 28 ნოემბერს, ვაკის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
28 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში , უნივერსიტეტის ქუჩაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 28 ნოემბერს 23:00 საათიდან 29 ნოემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
რაიონი,წყნეთის გზატკეცილს, მალხაზ დოლიძის, უჩანეიშვილის მე-2 შესახვევს და ჩიხს, საკანდელიძის ქუჩას და ბაგების საერთო საცხოვრებელს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge