28/11/2024 ჯივიპი, 29 ნოემბერს, დიდუბის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
29 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში , დიღმის მას. IIIკვ. N1-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 29 ნოემბერს 23:30 საათიდან 30 ნოემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში:
დიღმის მასივი მე-2 და მე-3 კვარტლებს, ბელიაშვილის ქ. N1-69 (კენტებს), რობაქიძის N 21,22,23,24 ქუჩებს. კოდმი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge