დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

29/11/2024 ჯივიპი, 30 ნოემბერს, ჩუღურეთის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს



30 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჩუღურეთის რაიონში , აბაშის ქ. N20-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.



კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 30 ნოემბერის  23:30 საათიდან 1 დეკემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში:

აბაშის, ლებარდეს, ხონის, სენაკის, თეკლათის ქუჩებს








ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge