15/12/2024 ჯივიპი, 16 დეკემბერს, ისნის რაიონში, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 16 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, წულუკიძის III შეს. N15-თან, უცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 16 დეკემბერს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ისნის რაიონში:
წულუკიძის III, IV შესახვევს, შანდორ პეტეფის I შესახვევს, შანდორ პეტეფის N21-33 (კენტებს)
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
15/12/2024 | ჯივიპი, 16 დეკემბერს, ისნის რაიონში, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს |