17/12/2024 ჯივიპი, 18 დეკემბერს, გლდანის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 18 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 18 დეკემბერს 10:00 საათიდან 18 დეკემბრის 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
გლდანის რაიონში:
წყალსადენის, მონასტრის, ტაძრის, ჭედიას, ალექსანდრე წერეთლის და ელვერ კუპატაძის ქუჩებს ჩიხებით
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
17/12/2024 | ჯივიპი, 18 დეკემბერს, გლდანის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |