21/01/2025 ჯივიპი, 22 იანვარს , საბურთალოს რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ა.ყაზბეგის გამზ. N7-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 22 იანვარს 11:00 საათიდან 22 იანვრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. N1,3,3ა,3ბ,5,7,9, ვაჟა-ფშაველას გამზ. N2,2ა,4,6 პეკინის გამზ. N36,36ა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge