დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

22/01/2025 ჯივიპი, 23 იანვარს, კრწანისის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს





23 იანვარს  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, სოფ.კრწანისი, ნაქალაქევის ქუჩის მიმდებარედ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.





კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 23 იანვარის 01:00 საათიდან  23 იანვრის  18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:




კრწანისის რაიონში: 

 

სოფელ კრწანისს და გიგანტის დასახლებას. 






ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge