22/01/2025 ჯივიპი, 23 იანვარს , საბურთალოს რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
23 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, კვანტალიანის ქ. N14-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 23 იანვრის დილის 11:00 საათიდან 23 იანვრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
ვაშლიჯვრის დასახლების 2, 2ა, 3 ა, 4, 4ბ და 5 ზონებს., ემუხვარის, გოძიაშვილის N 22-62 (ლუწებს), N 63-75 (კენტებს), კვანტალიანის და თოფურიძის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge