12/03/2025 ჯივიპი, 13 მარტს, სამგორის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
13 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, სამგორია რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქ. 163-თან სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 13 მარტს 11:00 საათიდან 13 მარტის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
ვარკეთილის 3 , IV მ/რ და ვარკეთილი 3, II მ/რ N 33-41 (კენტებს) 34-40(ლუწებს).
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
12/03/2025 | ჯივიპი, 13 მარტს, ისნის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |
12/03/2025 | ჯივიპი, 13 მარტს, სამგორის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |