დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

12/03/2025 ჯივიპი, 13 მარტს, სამგორის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

 



13 მარტს  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, სამგორია რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქ. 163-თან სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.




კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 13 მარტს  11:00 საათიდან  13 მარტის  17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:





სამგორის რაიონში: 

ვარკეთილის 3 , IV მ/რ და ვარკეთილი 3, II მ/რ N 33-41 (კენტებს) 34-40(ლუწებს). 



 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge