დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

12/03/2025 ჯივიპი, 13 მარტს, ისნის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

 



13 მარტს  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ისნის რაიონში, შირაქის ქუჩაზე სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.




კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 13 მარტს  17:00 საათიდან  14 მარტის  08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:




ისნის რაიონში:

შირაქის, კოშკოვანის, ძევერის, გარე კახეთის, ცუცხვათის, შორაპანის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის N9, 11, 13, მამისაშვილის (კახეთის შესახვევი), ნავთლუღის ქუჩას, , ჭრელაშვილის ქუჩებს და ქეთევან წამებულის გამზ. N84-92 (ლუწებს). 




 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge