საქმიანობა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყლის რესურსებს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გზით მოიპოვებს, ქმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს – მაღალი ხარისხის სასმელ წყალს, ახდენს მის ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას. კომპანია ასევე წყალარინების მომსახურებას ეწევა და მოხმარებული წყლის გატანას საკანალიზაციო ქსელების მეშვეობით უზრუნველყოფს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ენერგეტიკის მიმართულებითაც საქმიანობს. ელექტროენერგიის წარმოება ჟინვალჰესზე, თეთრიხევიჰესზე და ბოდორნაჰესზე ხდება. ჰესები საქართველოს ერთიან ელექტროსისტემაშია ჩართული, გამომუშავებული ელექტროენერგია წყალმომარაგების ობიექტების ფუნქციონირებას ხმარდება.
გამოკითხვა