ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ელექტროენერგიას აწარმოებს მის საკუთრებაში არსებული ჟინვალჰესის, თეთრიხევიჰესის და ბოდორნაჰესის საშუალებით. სამივე ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ერთიან ელექტროსისტემაშია ჩართული. გამომუშავებული ელექტროენერგია თბილისის წყალმომარაგების ობიექტების ფუნქციონირებას ხმარდება.
კომპანიის ობიექტები - არაგვის ხეობის, სამგორისა და ღრმაღელის სათავო ნაგებობები, მძლავრი სატუმბო სადგურები, ადგილობრივი წყლის წნევის გამაძლიერებელი სატუმბო სადგურები, ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები, წყლის წნევის რეგულატორები და კომპანიის სხვა ნაგებობები წელიწადში, საშუალოდ 290–300 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიას მოიხმარს.
ჟინვალჰესი
- დადგმული სიმძლავრე შეადგენს - 130 მგვტ.
- საშუალო წლიური გამომუშავება – 365 მლნ კვტ.სთ
თეთრიხევიჰესი
- დადგმული სიმძლავრე - 12.4 მგვტ,
- საშუალო წლიური გამომუშავება – 12.5 მლნ კვტ.სთ
ბოდორნაჰესი
- დადგმული სიმძლავრე - 2.5 მგვტ.
- საშუალო წლიური გამომუშავება - 12-14 მლნ კვტ.სთ