www.mygwp.ge

სერვისი mygwp.ge

 

ჯივიპის აბონენტებს ქვითარში ასახული მრიცხველის პირობითი ჩვენება შეუძლიათ დააკორექტირონ მრიცხველის მიმდინარე ჩვენების დაფიქსირებით პორტალზე  mygwp.ge  


როგორ დავაკორექტიროთ  mygwp.ge პორტალის საშუალებით ქვითარში ასახული შეფასებითი დარიცხვა მრიცხველის რეალური ჩვენებით?

შეფასებითი ჩვენების დარიცხვის შემთხვევაში, ქვითართან  ერთად sms შეტყობინების სახით გამოგეგზავნებათ  პაროლი. პორტალზე mygwp.ge მიუთითეთ აბონენტის ნომერი, sms პაროლი  და დააკორექტირეთ დაფიქსირებული მონაცემები - შეიყვანეთ  მრიცხველის რეალურ ჩვენება. 

       

  

როდის აისახება mygwp.ge-ის საშუალებით  დაკორექტირებული მრიცხველის ჩვენება?

პორტალზე დაკორექტირებული მონაცემები  გადახდის სხვადასხვა  სისტემაში  მეორე სამუშაო დღიდან აისახება.


როგორ ხდება წყლის საფასურის შეფასებითი დარიცხვის  დაანგარიშება?

შეფასებითი  მეთოდით წყლის საფასურის დაანგარიშება ხდება აბონენტის წინა სამი თვის საშუალო მოხმარების მიხედვით. პორტალზე მრიცხველის რეალური ჩვენების დაფიქსირების შემდეგ ქვითარში ასახული თანხა  დაკორექტირდება.


რა შემთხვევაში ხდება პირობითი ჩვენების დარიცხვა?

აბონენტს ერიცხება შეფასებითი ჩვენება, როდესაც შიდა მრიცხველის მონაცემების წაკითხვა ვერ ხერხდება.

 

 

mygwp.ge