სასმელი წყლის ხარისხი დედაქალაქში სრულად აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.
სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე) განთავსებულ gwp-ის ლაბორატორიებში მიმდინარეობს. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17025:2018 სტანდარტის შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ლაბორატორიებს ლაბორატორიათშორის (PT) შედარებით გამოცდებსა და კვალიფიკაციის შემოწმების პროგრამებში ყოველწლიურად უმაღლესი შეფასება აქვს.
წყლის ხარისხის კონტროლი
სასმელი წყლის ხარისხი მუდმივ რეჟიმში, საათში ერთხელ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის სპეციალისტების მიერ კონტროლდება.
ხარისხის კონტროლი ხორციელდება როგორც სათავო ნაგებობებზე (სამგორი, ღრმაღელე, არაგვის ხეობა) ასევე ქალაქის წყალსადენის ქსელში.
ცენტრალური ლაბორატორიის მაღალი სტანდარტების დანადგარების საშუალებით თვისობრივად მაღალ დონეზე მოწმდება წყლის ხარისხი და ქლორის დოზირება.
სასმელი წყლის მონიტორინგი 53 პარამეტრის მიხედვით ხორციელდება. წყლის ხარისხის ეროვნული რეგლამენტის მიხედვით, თითოეული პარამეტრის კონტროლი დროისა და ვადის მიხედვით გაწერილი პროცედურაა, რაც საათობრივ, ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვთვიურ და ყოველწლიურს კონტროლს ექვემდებარება.
წყლის ხარისხის სტანდარტები
სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დაწესებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.