წყლის ხარისხი
03/05/2021 3 მაისის მონაცემები წყლის ხარისხის შესახებ
დღეს, 3 მაისს, დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული სტანდარტის ნორმებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემების თანახმად, თბილისის მოსახლეობისთვის 2021 წლის 3 მაისს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. სასმელი წყლის ხარისხი, დღეს, დედაქალაქში მთლიანად აკმაყოფილებს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს.