24/09/2023
25 სექტემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ავ.დავითაშვილის ქუჩის N1-თან, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 25 სექტემბერს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
აეროპორტის დასახლება, კახეთის გზატ. N75-N99 (კენტებს), ქვემო ალექსევკას, ლოლაძის,ქიზიყის N27-N45 (კენტებს) ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge