21/10/2016 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დასაქმების ფორუმის ანგარიში
დღეს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა საქრთველოს წამყვან საუნივერსიტეტო სკოლებთან ერთად დასაქმების ფორუმის შედეგად შერჩეული კანდიდატები სიგელებით დააჯილდოვა. აღნიშნული პროექტი კომპანიის ახალი ინიციატივაა, რომელსაც მომავალში სისტემური ხასიათი ექნება.
დასაქმების ფორუმის მიზანია წყალმომარაგების და ენერგეტიკის სფეროს განვითარება. პროექტის ფარგლებში, სტაჟირება სხვადასხვა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის 40-მდე წარმატებულმა სტუდენტმა და მაგისტრანტმა გაირა, რომელთაგან ნაწილი დღეს უკვე კომპანიის თანამშრომელია, ნაწილი კი სტაჟირებას აგრძელებს.
ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრების დასაქმება “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში აპირებს შეიმუშაოს დასაქმების ისეთი პროგრამა, რომელიც საქართველოში არსებულ შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებს კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე დარგების და მიმართულებების განვითარების საშუალებას მისცემს, სტუდენტების კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი