ახალი ამბები
...

21/10/2016 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დასაქმების ფორუმის ანგარიში

 

დღეს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა საქრთველოს წამყვან საუნივერსიტეტო სკოლებთან ერთად დასაქმების ფორუმის შედეგად შერჩეული  კანდიდატები სიგელებით დააჯილდოვა. აღნიშნული პროექტი  კომპანიის ახალი ინიციატივაა, რომელსაც მომავალში სისტემური ხასიათი ექნება.

 

დასაქმების ფორუმის მიზანია წყალმომარაგების და ენერგეტიკის სფეროს განვითარება.  პროექტის ფარგლებში, სტაჟირება  სხვადასხვა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის  40-მდე წარმატებულმა სტუდენტმა და მაგისტრანტმა გაირა, რომელთაგან ნაწილი დღეს უკვე კომპანიის თანამშრომელია, ნაწილი კი სტაჟირებას აგრძელებს.

 

ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრების დასაქმება “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში აპირებს შეიმუშაოს დასაქმების ისეთი პროგრამა, რომელიც საქართველოში არსებულ შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებს კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე დარგების და მიმართულებების განვითარების საშუალებას მისცემს, სტუდენტების კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით.

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად