NEWS
...

16/12/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს

2016 წლის 14 დეკემბერს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რეიტინგი „BB-“ ყველა კატეგორიაში, ზედიზედ მეორედ მიანიჭა,  რაც კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის, ფინანსური მდგრადობისა და სისტემური მენეჯმენტის არსებობის მაჩვენებელია.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საქართველოში პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი არასაფინანსო კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი  „BB-“ ჯერ კიდევ 2015 წელს, პირველივე ცდაზე, მიანიჭა. 

მიმდინარე კვირის მანძილზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

ნაძალადევის რაიონში, მუხრანის და ვარდისუბნის ქუჩების მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 430 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩაზე,  სარებილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალარინების ქსელის 70 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ვაკის რაიონში, წყნეთის დასახლებაში,გაგრის ქუჩაზე, კომპანიამ  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 100 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება.

საბურთალოს რაიონში, ფარსადანის ქუჩაზესარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცველება.

სამგორის რაიონში, ქვემო მელითონელთა დასახლებაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე წყალსადენის ქსელის 170 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი შეიცვალა.

ამავე რაიონში,  ფრონეს ქუჩაზე,  სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება და წყალსადენის ქსელის 250 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

სოფელ გლდანში, რუსთაველის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 250 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ისნის რაიონში, „ორთაჭალის ტურფას“ მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წყალარინების ქსელის 550 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი შეიცვლება.

 

Other Categories
...

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

  Georgia Global Utilities (GGU), a holding company managing water supply and energy facilities in Georgia, has successfully issued $300 million in green bonds, which are admit...

MORE

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

MORE

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

MORE

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

MORE

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE