16/12/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს
2016 წლის 14 დეკემბერს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რეიტინგი „BB-“ ყველა კატეგორიაში, ზედიზედ მეორედ მიანიჭა, რაც კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის, ფინანსური მდგრადობისა და სისტემური მენეჯმენტის არსებობის მაჩვენებელია.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საქართველოში პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი არასაფინანსო კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი „BB-“ ჯერ კიდევ 2015 წელს, პირველივე ცდაზე, მიანიჭა.
მიმდინარე კვირის მანძილზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:
ნაძალადევის რაიონში, მუხრანის და ვარდისუბნის ქუჩების მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 430 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩაზე, სარებილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალარინების ქსელის 70 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
ვაკის რაიონში, წყნეთის დასახლებაში,გაგრის ქუჩაზე, კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 100 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება.
საბურთალოს რაიონში, ფარსადანის ქუჩაზესარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცველება.
სამგორის რაიონში, ქვემო მელითონელთა დასახლებაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე წყალსადენის ქსელის 170 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი შეიცვალა.
ამავე რაიონში, ფრონეს ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება და წყალსადენის ქსელის 250 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
სოფელ გლდანში, რუსთაველის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 250 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
ისნის რაიონში, „ორთაჭალის ტურფას“ მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წყალარინების ქსელის 550 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი შეიცვლება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი