NEWS
...

21/12/2016 კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2016 წლის შედეგები და 2017 წლის გეგმები

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ტექნოპარკში ბიზნეს-მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენცია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Fitch Ratings”-ის მიერ GWP-ისთვის ზედიზედ მეორედ „BB-“ –ის მინიჭებას  და 2017 წელს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს მიეძღვნა.

პრესკონფერენცია, რომელიც მოდერატორმა, ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ გახსნა,   კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

GWP-ისთვის ზედიზედ მეორედ „BB-“ –ის მინიჭებისა და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა - გიორგი ცხადაძემ, ფინანსურმა დირექტორმა - გიორგი ვახტანგიშვილმა, საინვესტიციო პოლიტიკისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა - გურამ ახვლედიანმა და ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა - თინა სიმონიშვილმა ისაუბრეს.

„წყალი არის პირველადი მომხმარების, შეიძლება ითქვას, ყველაზე მთავარი პროდუქტი ადამიანისთვის. ჩვენი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს მაღალი ხარისხის სერვისი, წყალმომარაგება იყოს უწყვეტი და ხარისხიანი.  სწორედ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მაღალი ტექნოლოგიები და შესაბამისი მოცულობის ინვესტიციები. ფიტჩის მიერ მინიჭებული რეიტინგი კომპანიას მნიშვნელოვნად უზრდის შესაძლებლობას, პირველ რიგში, გახდეს უფრო სანდო ინვესტორებისათვის და შესაბამისად, მოიპოვოს საჭირო ფინანსური რესურსი, რაც საბოლოოდ კომპანიის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს და პირველ რიგში, მომხმარებლის მომსახურების ხარისხზე აისახება”, - განაცხადა გიორგი ცხადაძემ.

 

პრესკონფერენციაზე  ხაზგასმით აღინიშნა, რომ  წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებისთვის  განსაზღვრული ინვესტიციები 2017 წელს, 2016-თან შედარებით,  გაორმაგდება და 81.3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც, თავის მხრივ, დამატებით 500 სამუშაო ადგილის შექმნას განაპირობებს.

გარდა ამისა, 2017 წელს კომპანია  ახალ ჰიდროელექტროსადგურს, ბოდორნაჰესს ააშენებს, რომელიც საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში  ჩაირთვება, ასევე, 2017 წელს დაიწყება და 2018 წელს დამთავრდება გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია. აღნიშნულ პროექტებში კომპანია 61,5 ლარის დახარჯვას გეგმავს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორის თქმით, აღნიშნული გეგმები აბსოლუტურად რეალისტურია, გათვლილია დროში და დათვლილია თანხებში.

GWP 2016 წელს წარმატებით დანერგილ კომუნიკაციის ფორმატს - „ანგარიში თბილისს“,  2017 წელსაც გააგრძელებს და თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულად ჩააბარებს ანგარიშს გაწეული  საქმიანობის შესახებ.

 

Other Categories
...

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

  Georgia Global Utilities (GGU), a holding company managing water supply and energy facilities in Georgia, has successfully issued $300 million in green bonds, which are admit...

MORE

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

MORE

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

MORE

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

MORE

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE