21/12/2016 კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2016 წლის შედეგები და 2017 წლის გეგმები
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ტექნოპარკში ბიზნეს-მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენცია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Fitch Ratings”-ის მიერ GWP-ისთვის ზედიზედ მეორედ „BB-“ –ის მინიჭებას და 2017 წელს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს მიეძღვნა.
პრესკონფერენცია, რომელიც მოდერატორმა, ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ გახსნა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
GWP-ისთვის ზედიზედ მეორედ „BB-“ –ის მინიჭებისა და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა - გიორგი ცხადაძემ, ფინანსურმა დირექტორმა - გიორგი ვახტანგიშვილმა, საინვესტიციო პოლიტიკისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა - გურამ ახვლედიანმა და ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა - თინა სიმონიშვილმა ისაუბრეს.
„წყალი არის პირველადი მომხმარების, შეიძლება ითქვას, ყველაზე მთავარი პროდუქტი ადამიანისთვის. ჩვენი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს მაღალი ხარისხის სერვისი, წყალმომარაგება იყოს უწყვეტი და ხარისხიანი. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მაღალი ტექნოლოგიები და შესაბამისი მოცულობის ინვესტიციები. ფიტჩის მიერ მინიჭებული რეიტინგი კომპანიას მნიშვნელოვნად უზრდის შესაძლებლობას, პირველ რიგში, გახდეს უფრო სანდო ინვესტორებისათვის და შესაბამისად, მოიპოვოს საჭირო ფინანსური რესურსი, რაც საბოლოოდ კომპანიის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს და პირველ რიგში, მომხმარებლის მომსახურების ხარისხზე აისახება”, - განაცხადა გიორგი ცხადაძემ.
პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებისთვის განსაზღვრული ინვესტიციები 2017 წელს, 2016-თან შედარებით, გაორმაგდება და 81.3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც, თავის მხრივ, დამატებით 500 სამუშაო ადგილის შექმნას განაპირობებს.
გარდა ამისა, 2017 წელს კომპანია ახალ ჰიდროელექტროსადგურს, ბოდორნაჰესს ააშენებს, რომელიც საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაირთვება, ასევე, 2017 წელს დაიწყება და 2018 წელს დამთავრდება გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია. აღნიშნულ პროექტებში კომპანია 61,5 ლარის დახარჯვას გეგმავს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორის თქმით, აღნიშნული გეგმები აბსოლუტურად რეალისტურია, გათვლილია დროში და დათვლილია თანხებში.
GWP 2016 წელს წარმატებით დანერგილ კომუნიკაციის ფორმატს - „ანგარიში თბილისს“, 2017 წელსაც გააგრძელებს და თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულად ჩააბარებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი