01/03/2017 ურდულების და რეგულატორების პროგრამა - წყალმომარაგების სტაბილურობისთვის
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა“ დედაქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით, ურდულების და რეგულატორების ახალი პროგრამა დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, GWP-იმ მსოფლიო ლიდერი, დანიური ბრენდის „AVK-ას“ ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები შეიძინა. აღნიშნულ პროექტში, კომპანიამ დამატებით 120 ადამიანი დაასაქმა და 7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
თბილისის მასშტაბით 2700 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 230 წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ელემენტები დედაქალქს 20-30 წლის განმავლობაში მოემსახურება. შედეგად ტექნიკური სამუშაოების დროს, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება.
პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის, ტექნიკურ სამუშაოებს დღეს, გლდანის მასივში, მაგისტრალური წყალსადენის ქსელის ოთხ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩაატარებს. აღნიშნულ მისამართებზე, დამონტაჟდება ოთხი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი წყლის წნევის რეგულატორი, რის შემდეგაც გლდანის მასივის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
აღსანიშნავია, რომ ახალი ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და რეგულატორები თბილისის ყველა უბანში დამონტაჟდება.
აღნიშნულ პროგრამას, კომპანია 2017 წლის გაორმაგებული ინვესტიციების ფარგლებში ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებისთვის მიმდინარე წელი გაორმაგებული ინვესტიციებით - 81.3 მლნ ლარით დაიწყო.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი