ახალი ამბები
...

01/03/2017 ურდულების და რეგულატორების პროგრამა - წყალმომარაგების სტაბილურობისთვის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა“ დედაქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით,  ურდულების და რეგულატორების ახალი პროგრამა  დაიწყო.

 

პროგრამის ფარგლებში, GWP-იმ მსოფლიო ლიდერი, დანიური ბრენდის „AVK-ას“ ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები შეიძინა.  აღნიშნულ პროექტში, კომპანიამ დამატებით 120 ადამიანი დაასაქმა და 7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

თბილისის მასშტაბით 2700 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 230 წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ელემენტები დედაქალქს 20-30 წლის განმავლობაში მოემსახურება. შედეგად ტექნიკური სამუშაოების დროს,  წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება.

 

პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის, ტექნიკურ სამუშაოებს დღეს, გლდანის მასივში, მაგისტრალური  წყალსადენის ქსელის ოთხ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩაატარებს. აღნიშნულ მისამართებზე, დამონტაჟდება ოთხი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი წყლის წნევის რეგულატორი, რის შემდეგაც გლდანის მასივის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

 

აღსანიშნავია, რომ ახალი ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და რეგულატორები თბილისის ყველა უბანში დამონტაჟდება.

აღნიშნულ პროგრამას, კომპანია 2017 წლის გაორმაგებული ინვესტიციების ფარგლებში ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებისთვის  მიმდინარე წელი გაორმაგებული ინვესტიციებით - 81.3 მლნ ლარით დაიწყო.

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად