NEWS
...

22/03/2017 22 მარტს, წყლის დაზოგვის საერთაშორისო დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უპრეცედენტო კამპანია #დაზოგეწყალი დაიწყო

#დაზოგეწყალი - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო, რომლის მიზანი წყლის რესურსის მდგრადი მოხმარება, დაზოგვა და მოზარდი თაობის დახმარებით აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. პროექტი  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით ხორციელდება.

კამპანია ,,დაზოგე წყლის“ პრეზენტაცია, დღეს, 22 მარტს, წყლის რესურსის დაზოგვის საერთაშორისო დღეს, ვარკეთილის N117-ე სკოლაში ჩატარდა.

 

#დაზოგეწყალი - უპრეცედენტო ეროვნული საგანმანათლებლო კამპანიაა, რომლის საპილოტე პროექტი ვარკეთილის რაიონის 16 სკოლაში, 3 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვასთან“ ერთად განხორციელდება.  აღნიშნული სკოლების მოსწავლეები გაივლიან საგანმანათლებლო ტრენინგებს, gwp ოლიმპიადის ფარგლებში  ერთმანეთს  წყლის დაზოგვასა და ეკოვიქტორინაში შეეჯიბრებიან, ასევე წყლის დაზოგვის საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ. გამარჯვებული სკოლის გუნდი „ეკობანაკის“ საგზურით დაჯილდოვდება.

 

დღეს, კამპანიის პრეზენტაციისას პროექტის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და განვითარების ეტაპებზე  დეტალურად ისაუბრეს:  კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა - გიორგი ცხადაძემ, ქალაქ თბილისის მერმა - დავით ნარმანიამ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა - გიგლა აგულაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - ლია გიგაურმა.

 

კამპანიის პრეზენტაციის დროს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  პროექტის მხარდამჭერ სამინისტროებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

აღნიშნული საპილოტე პროექტი, წყლის რესურსის მდგრადი მოხმარების ეროვნული  მასშტაბის კამპანიის საფუძველია.  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაზოგე წყლის კამპანიას თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.

Other Categories
...

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

  Georgia Global Utilities (GGU), a holding company managing water supply and energy facilities in Georgia, has successfully issued $300 million in green bonds, which are admit...

MORE

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

MORE

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

MORE

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

MORE

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE