22/03/2017 22 მარტს, წყლის დაზოგვის საერთაშორისო დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უპრეცედენტო კამპანია #დაზოგეწყალი დაიწყო
#დაზოგეწყალი - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო, რომლის მიზანი წყლის რესურსის მდგრადი მოხმარება, დაზოგვა და მოზარდი თაობის დახმარებით აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით ხორციელდება.
კამპანია ,,დაზოგე წყლის“ პრეზენტაცია, დღეს, 22 მარტს, წყლის რესურსის დაზოგვის საერთაშორისო დღეს, ვარკეთილის N117-ე სკოლაში ჩატარდა.
#დაზოგეწყალი - უპრეცედენტო ეროვნული საგანმანათლებლო კამპანიაა, რომლის საპილოტე პროექტი ვარკეთილის რაიონის 16 სკოლაში, 3 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვასთან“ ერთად განხორციელდება. აღნიშნული სკოლების მოსწავლეები გაივლიან საგანმანათლებლო ტრენინგებს, gwp ოლიმპიადის ფარგლებში ერთმანეთს წყლის დაზოგვასა და ეკოვიქტორინაში შეეჯიბრებიან, ასევე წყლის დაზოგვის საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ. გამარჯვებული სკოლის გუნდი „ეკობანაკის“ საგზურით დაჯილდოვდება.
დღეს, კამპანიის პრეზენტაციისას პროექტის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და განვითარების ეტაპებზე დეტალურად ისაუბრეს: კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა - გიორგი ცხადაძემ, ქალაქ თბილისის მერმა - დავით ნარმანიამ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა - გიგლა აგულაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - ლია გიგაურმა.
კამპანიის პრეზენტაციის დროს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პროექტის მხარდამჭერ სამინისტროებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
აღნიშნული საპილოტე პროექტი, წყლის რესურსის მდგრადი მოხმარების ეროვნული მასშტაბის კამპანიის საფუძველია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაზოგე წყლის კამპანიას თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი