NEWS
...

04/07/2017 პეკინის გამზირზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მასშტაბური სამუშაოების დიდი ნაწილი დაასრულა

 

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სრული განახლების მიზნით მასშტაბური  სამუშაოების დიდი ნაწილი დაასრულა.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიოს  წამყვანი გერმანული  კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს.   

 

პირველ ეტაპზე, პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს სრულად შეიცვალა 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი წყალსადენის 1.5კმ სიგრძის  ქსელი და ექსპლუატაციაში გასაშვებად ჰიდროტესტირება ჩაუტარდა. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის,     ქსელზე 70 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. 

 

წყალსადენის 160 მმ-იანი ახალი ქსელის 150 მეტრი სიგრძის მონაკვეთი უკვე გადაერთდა და ექსპლუატაციაში შევიდა.

 

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს გეგმის სრული დაცვით აგრძელებს. მეორე ეტაპზე, წყალარინების 400 მეტრი სიგრძის გვირაბს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება  და საექსპლუატაციო ჭა მოეწყობა.

 

ივლისის მეორე ნახევრიდან, 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე პეკინის გამზირის მარჯვენა მხარეს სრულად შეიცვლება წყალსადენის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იანი  1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.

 

სამუშაოების ბოლო ეტაპზე,  წყალმომარაგების და წყალარინების  ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები განახლდება.

 

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ პროექტში  3 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

 

 

 

Other Categories
...

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

  Georgia Global Utilities (GGU), a holding company managing water supply and energy facilities in Georgia, has successfully issued $300 million in green bonds, which are admit...

MORE

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

MORE

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

MORE

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

MORE

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE