04/07/2017 პეკინის გამზირზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მასშტაბური სამუშაოების დიდი ნაწილი დაასრულა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სრული განახლების მიზნით მასშტაბური სამუშაოების დიდი ნაწილი დაასრულა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს.
პირველ ეტაპზე, პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს სრულად შეიცვალა 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი წყალსადენის 1.5კმ სიგრძის ქსელი და ექსპლუატაციაში გასაშვებად ჰიდროტესტირება ჩაუტარდა. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ქსელზე 70 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.
წყალსადენის 160 მმ-იანი ახალი ქსელის 150 მეტრი სიგრძის მონაკვეთი უკვე გადაერთდა და ექსპლუატაციაში შევიდა.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს გეგმის სრული დაცვით აგრძელებს. მეორე ეტაპზე, წყალარინების 400 მეტრი სიგრძის გვირაბს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და საექსპლუატაციო ჭა მოეწყობა.
ივლისის მეორე ნახევრიდან, 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე პეკინის გამზირის მარჯვენა მხარეს სრულად შეიცვლება წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი 1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.
სამუშაოების ბოლო ეტაპზე, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები განახლდება.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ პროექტში 3 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი