27/09/2017 ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბანში წყალმომარაგებისინფრასტრუქტურა სრულად განახლდება
2017 წლის საინვესტიციო პროექტებს შორის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალმომარაგების ქსელის განახლება და განვითარებაა.
ამ მხრივ აღსანიშნავია, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში მიმდინარე მასშტაბური რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მაგისტრალურ წყალსადენს შეცვლის და ახალ განშტოებებს მოაწყობს, რაც ჯამში 27 კმ-ს შეადგენს. ამასთან ერთად, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ურდულები და რეგულატორები დამონტაჟდება. აღნიშნულ პროექტში კომპანია 3.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
,,ივერთუბნის დასახლებაში წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება და განვითარება უმნიშვნელოვანესი პროექტია მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის. სამუშაოები რამდენიმე წერტლში აქტიურად მიმდინარეობსდა ნოემბრის თვეში დასრულდება’’ - აცხადებს კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორი მამუკა კიკალიშვილი.
შეგახენებთ, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2017 წელს უპრეცედენტო ინვესტიციას ახორციელებს, რაც 81.3 მლნ ლარს შეადგენს.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი