ახალი ამბები
...

27/09/2017 ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბანში წყალმომარაგებისინფრასტრუქტურა სრულად განახლდება

 

2017 წლის საინვესტიციო პროექტებს შორის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალმომარაგების  ქსელის განახლება და განვითარებაა.

 

ამ მხრივ აღსანიშნავია, ჩუღურეთის რაიონში,  ივერთუბნის დასახლებაში  მიმდინარე მასშტაბური რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი    მაგისტრალურ წყალსადენს შეცვლის და ახალ განშტოებებს მოაწყობს, რაც ჯამში 27 კმ-ს შეადგენს. ამასთან ერთად, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ურდულები და რეგულატორები დამონტაჟდება. აღნიშნულ პროექტში კომპანია  3.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

 

,,ივერთუბნის დასახლებაში წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება და განვითარება უმნიშვნელოვანესი პროექტია მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის.   სამუშაოები რამდენიმე წერტლში აქტიურად მიმდინარეობსდა  ნოემბრის თვეში დასრულდება’ -  აცხადებს კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორი მამუკა კიკალიშვილი.

 

შეგახენებთ, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2017 წელს უპრეცედენტო ინვესტიციას ახორციელებს,  რაც 81.3 მლნ ლარს შეადგენს.

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად