22/05/2018 Gwp-იმ პროექტის #მომავლისინჟინერი გამარჯვებულები გამოავლინა
21 მაისს, ტექნოპარკში #მომავლისინჟინრის საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. კრეათონი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის მიზანია წყალმომარაგების სექტორში ტექნიკური მიმართულებით ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. #მომავლისინჟინერმა ტექნიკური მიმართულების თანამშრომლებს ცოდნისა და გამოცდილების გამოვლენის შესაძლებლობა მისცა.
„ჩვენ მსგავსი ტიპის პროექტი პირველად ჩავატარეთ და აღსანიშნავია თანამშრომლების მაქსიმალური ჩართულობა - 300-ზე მეტმა სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პროექტი #მომავლისინჟინერი gwp-ის თანამშრომლების ცოდნისა და გამოცდილების გამოვლენის საუკეთესო პლატფორმად ჩამოყალიბდა“ - განაცხადა კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუსუდან სანიკიძემ.
კრეათონის მონაწილე 40-მა ჯგუფმა ორი დღის განმავლობაში, gwp-ის დარგის ექსპერტებთან ერთად, კომპანიის ტექნიკური გამოწვევების გადაჭრაზე იმუშავეს.
პროექტის მეორე ეტაპზე გადასულმა 15-მა გუნდმა წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციები წარადგინეს და ჟიურიმ ოთხი საუკეთესო ინოვაციური იდეის მქონე გუნდი გამოავლინა. გამარჯვებული თანამშრომლები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ფულადი პრემიით დაჯილდოვა, ხოლო ყველა სხვა მონაწილეს სერტიფიკატი გადასცა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მსგავსი ტიპის პროექტებს მომავალშიც განახორციელებს, რადგან კომპანიისთვის პრიორიტეტულია ინოვაციური პროექტების განხორციელება, თანამშრომლების პროფესიული განვითარება და საინჟინრო დარგის პოპულარიზაცია.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი