ახალი ამბები
...

22/05/2018 Gwp-იმ პროექტის #მომავლისინჟინერი გამარჯვებულები გამოავლინა

 

21 მაისს, ტექნოპარკში #მომავლისინჟინრის საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. კრეათონი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის მიზანია წყალმომარაგების სექტორში ტექნიკური მიმართულებით ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. #მომავლისინჟინერმა ტექნიკური მიმართულების თანამშრომლებს ცოდნისა და გამოცდილების გამოვლენის შესაძლებლობა მისცა.

 

„ჩვენ მსგავსი ტიპის პროექტი პირველად ჩავატარეთ და აღსანიშნავია თანამშრომლების მაქსიმალური ჩართულობა - 300-ზე მეტმა სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პროექტი #მომავლისინჟინერი gwp-ის თანამშრომლების ცოდნისა და გამოცდილების გამოვლენის საუკეთესო პლატფორმად ჩამოყალიბდა“ - განაცხადა კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუსუდან სანიკიძემ.

 

კრეათონის მონაწილე 40-მა ჯგუფმა ორი დღის განმავლობაში,  gwp-ის დარგის ექსპერტებთან ერთად, კომპანიის ტექნიკური გამოწვევების გადაჭრაზე იმუშავეს.

 

პროექტის მეორე ეტაპზე გადასულმა 15-მა გუნდმა წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციები წარადგინეს და ჟიურიმ ოთხი საუკეთესო ინოვაციური იდეის მქონე გუნდი გამოავლინა. გამარჯვებული თანამშრომლები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ფულადი პრემიით დაჯილდოვა, ხოლო ყველა სხვა მონაწილეს სერტიფიკატი გადასცა.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მსგავსი ტიპის პროექტებს  მომავალშიც განახორციელებს, რადგან კომპანიისთვის პრიორიტეტულია ინოვაციური პროექტების განხორციელება, თანამშრომლების პროფესიული განვითარება და საინჟინრო დარგის პოპულარიზაცია.

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად