28/12/2020 2018-2020 წლებში ჯივიპის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად წყალმომარაგება 100 000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდა - სოფო ნატროშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სოფო ნატროშვილის თქმით, ბოლო წლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, რომელიც ორიენტირებულია წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებაზე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომხმარებლების მომსახურების ხარისხი.
,,მაღალი ხარისხის სასმელი წყლით მოსახლეობის სტაბილური უზრუნველყოფა მუდმივად მოითხოვს ინვესტირებას კომპანიის მხრიდან.
2018-2020 წლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 300 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც ორიენტირებული იყო კომპანიის ინფრასტრუქტურის - მაგისტრალური ქსელების, სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და სატუმბე სადგურების განახლება-განვითარებაზე. აღნიშნული პროექტების შედეგად 100 000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება.”- სოფო ნატროშვილი.
მისი თქმით, მომავალ სამ წელიწადში კომპანია 200 მლნ. ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რაც მნიშვნელოვანია წყალმომარაგების სისტემის მდგრადობისა და სტაბილურობისთვის.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი