ახალი ამბები
...

28/12/2020 2018-2020 წლებში ჯივიპის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად წყალმომარაგება 100 000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდა - სოფო ნატროშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სოფო ნატროშვილის თქმით, ბოლო წლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, რომელიც ორიენტირებულია წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებაზე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა  მომხმარებლების მომსახურების ხარისხი. 

 

,,მაღალი ხარისხის სასმელი წყლით მოსახლეობის სტაბილური  უზრუნველყოფა მუდმივად მოითხოვს ინვესტირებას კომპანიის მხრიდან. 

2018-2020 წლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 300 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც ორიენტირებული იყო კომპანიის ინფრასტრუქტურის -  მაგისტრალური ქსელების, სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და სატუმბე სადგურების განახლება-განვითარებაზე. აღნიშნული  პროექტების შედეგად 100 000-ზე მეტ აბონენტს  გაუუმჯობესდა წყალმომარაგება.”- სოფო ნატროშვილი. 

 

მისი თქმით, მომავალ სამ წელიწადში კომპანია 200 მლნ. ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რაც მნიშვნელოვანია წყალმომარაგების სისტემის მდგრადობისა და სტაბილურობისთვის. 

 

 

სხვა კატეგორიები
...

02/05/2025 სანტიაგო ლაფუენტე: „მთავარი ის კი არ არის, ვინ უზრუნველყოფს მომსახურებას, არამედ ის, თუ როგორ უზრუნველყოფს”

  მადრიდში აპრილის დასაწყისია. ლას-ტაბლასში, Aqualia-ს შტაბ-ბინაში, ისეთი მშვიდი და ოპტიმისტური გარემოა, როგორიც შეეფერება კომპანიას, რომელიც სტაბილურ...

ვრცლად

...

16/01/2025 ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

2024 წელი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის სისტემური განახლების წელი იყო, როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით. Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აქტიურად აგრძელებს და სამ...

ვრცლად

...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად