06/07/2021 ჯივიპი თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების სისტემას გააუმჯობესებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბაგების სატუმბო სადგურში ორი ახალი ტუმბო-აგრეგატი დაამატა, რაც წყნეთში, კოჯორში, კიკეთში, ბეთანიაში, წავკისში, ტაბახმელასა და შინდისში სტაბილურ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ახალი ტუმბოების დასამონტაჟებლად აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს კომპანია ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
ანალოგიური ტექნიკური სამუშაოები მთაწმინდისა და წავკისის სატუმბო სადგურებშიც ჩატარდება, სადაც ასევე ახალი ტუმბოები დაემატება.
აღნიშნული სამუშაოები შესაძლებელს გახდის თბილისის ზედა ზონებში მოსახლეობამ, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მეტი რაოდენობის წყალი მიიღოს.
ზედა ზონების წყალმომარაგების სტაბილურობის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ სამუშოებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 20 ივლისისთვის დაასრულებს. სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას კომპანია ეტაპობრივად გაავრცელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი