ახალი ამბები
...

06/07/2021 ჯივიპი თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების სისტემას გააუმჯობესებს

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბაგების სატუმბო სადგურში ორი ახალი ტუმბო-აგრეგატი დაამატა, რაც წყნეთში, კოჯორში, კიკეთში, ბეთანიაში, წავკისში, ტაბახმელასა და შინდისში სტაბილურ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ახალი ტუმბოების  დასამონტაჟებლად აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს კომპანია ინტენსიურ რეჟიმში  ახორციელებს. 

ანალოგიური ტექნიკური სამუშაოები   მთაწმინდისა და წავკისის სატუმბო სადგურებშიც ჩატარდება, სადაც ასევე ახალი ტუმბოები დაემატება. 

 

აღნიშნული სამუშაოები შესაძლებელს გახდის თბილისის ზედა ზონებში მოსახლეობამ, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მეტი რაოდენობის  წყალი მიიღოს.  

 

ზედა ზონების წყალმომარაგების სტაბილურობის გაუმჯობესების  მიზნით ჩასატარებელ სამუშოებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 20 ივლისისთვის დაასრულებს. სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას კომპანია ეტაპობრივად გაავრცელებს. 

 

სხვა კატეგორიები
...

02/05/2025 სანტიაგო ლაფუენტე: „მთავარი ის კი არ არის, ვინ უზრუნველყოფს მომსახურებას, არამედ ის, თუ როგორ უზრუნველყოფს”

  მადრიდში აპრილის დასაწყისია. ლას-ტაბლასში, Aqualia-ს შტაბ-ბინაში, ისეთი მშვიდი და ოპტიმისტური გარემოა, როგორიც შეეფერება კომპანიას, რომელიც სტაბილურ...

ვრცლად

...

16/01/2025 ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

2024 წელი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის სისტემური განახლების წელი იყო, როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით. Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აქტიურად აგრძელებს და სამ...

ვრცლად

...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად