დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

03/07/2024 ჯივიპი, 4 ივლისს, ვაკის რაიონში, აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალურ  და გამანაწილებელ ქსელებს სრულად აახლებს. მასშტაბური სამუშაოების პირველ ეტაპზე,  ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს კომპანია ხვალ, 4 ივლისს, ჩაატარებს.  

 

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყნეთის გზატკეცილზე სრულად იცვლება წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების  0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე ახალ ქსელზე მონტაჟდება 10ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული,  ეწყობა 2 სახანძრო ჰიდრანტი. პროექტში კომპანია  3,6 მლნ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

 

ახლად მოწყობილი წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 4 ივლისს, საღამოს 18:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

 

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 4 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:


ვაკის რაიონში:

პეტრე ქავთარაძის N32-42 (ლუწებს); N21-27 (კენტებს); ნუცუბიძის N 51,53, 91, 95, N131-179 (კენტებს); N80-86 (ლუწებს); მარგიანის, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N8ა,9,10,11,12,13, 14,15, 16,17,18,19,20,21; ვაჟა-ფშაველას გამზ.N72-80(ლუწები), N75,77,79; ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის N25 კორპუსს, დანელიას, თავხელიძის, მარიჯანის, ჟღენტის N 2, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, მალხაზ დოლიძის და საკანდელიძის ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს, ბაგების საერთო საცხოვრებელს. ჭავჭავაძის გამზ. N39,41,43,45,47,49, 51, 53, 55,73, 74, 75,76, 78, 80, 82, 84, (ყველა კორპუსს) თამარაშვილის N 1, 2ა, 3, 4, 9, გიორგი წერეთლის, ვახტანგ ლეჟავას, სოლიკო ხაბეიშვილის ქუჩებს, ჩოლოყაშვილის გამზირის, ციციშვილის, ტაბლიაშვილის, ამაღლობლის ქუჩებს. კაკლების დასახლებას მთლიანად ( მიხეილ ქორქია, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას თავისი შესახვევებით, თბილისის, მშვიდობისა და უჩანეიშვილის ქუჩებს). 

 


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

03/07/2024 ჯივიპი, 4 ივლისს, ვაკის რაიონში, აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
03/07/2024 ჯივიპი, 4 ივლისს, ვაკის რაიონში, აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს