ახალი ამბები
...

06/02/2013 წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია გარდაბანში

კომპანია „რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ჰელმუტ ვეიდელი, კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დღეს, ქ. გარდაბანში მიმდინარე წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და 5 კმ სიგრძის საკანალიზაციო კოლექტორის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

„რუსთავის წყალი“ გარდაბანში, აზიზბეკოვის ქუჩაზე, ე.წ. ჯაფარიძეების უბანში წყალარინების სისტემის რეკონსტრუქციის პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების განხორციელებას ახლახან შეუდგა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გარდაბნის წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია-განვითარება და  ჩამდინარე წყლების საქაჩი ორი სატუმბო სადგურის სრული  რეკონსტრუქცია. სატუმბო სადგურები მთლიანად გადაიარაღდება უახლესი ტიპის 4 ტუმბო-აგრეგატით, აღიჭურვება ავტომატური მართვის დანადგარებითა და ფარებით.  რეკონსტრუქციის შედეგად, თითოეული ასეთი ტუმბო-აგრეგატი საათში 216 კუბურ მეტრ ჩამდირე წყალს გადაქაჩავს.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს 5 კმ-ის სიგრძის, 400 მმ დიამეტრის წნევიანი გამყვანი კოლექტორის მშენებლობა. ახალი საკანალიზაციო კოლექტორისა და რეაბილიტირებული სატუმბო სადგურების მეშვეობით, ქ. გარდაბნის წყალარინების ქსელებიდან შესული ჩამდინარე წყლები, გასუფთავება-გადამუშავების მიზნით, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობების მიმღებ კამერებამდე გადაიქაჩება. გარდაბნის კოლექტორის ექსპლუატაციაში გაშვებით საბოლოოდ აღიკვეთება  გარემოს დაბინძურება ჩამდინარე წყლების ჩაღვრისაგან.

როგორც ჰელმუტ ვეიდელმა აღნიშნა, გარდაბნის წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელებით და საკანალიზაციო კოლექტორის მშენებლობით „ჯეორჯიან გლობალ იუთილითიზ“ და მისი შვილობილი კომპანია „რუსთავი წყალი“ 2008 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას ასრულებს და ამ მიმართულებით გასაწევი ინვესტიციის მოცულობა  2,5 მლნ ლარს შეადგენს.
 
პროექტში „რუსთავის წყლის“ ტექნიკურ პერსონალთან ერთად ადგილობრივი კადრებიც არის დასაქმებული. აღნიშნული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.
 
წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის პარალელურად, გარდაბანში  წყალსადენის ქსელების ეტეპობრივი რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, ასევე, თითქმის დასრულებულია მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროგრამა. ამას გარდა, მიმდინარე წელს  დაგეგმილია გარდაბანში არსებული საქლორატორო სადგურის რეკონსტრუქცია და, დამატებით, ახალი საქლორატორო სადგურის მშენებლობა.

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად