ახალი ამბები
...

09/07/2013 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა და თსუ-ს შორის მემორანდუმს მოეწერა ხელი



კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა" და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიალს კომპანიისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები -"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი - ალექსეი კუზნეცოვი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის მოვალეობის შემსრულებელი - ალექსანდრე კვიტაშვილი, სხვადასვა საკითხთან ერთად, უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების კომპანიაში სტაჟირების თაობაზეც შეთანხმდნენ. მემორანდუმის ფარგლებში, შემუშავდება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, მოხდება  EU ChemLab პროექტის განხორციელება საქართველოში და მასთან დაკავშირებული სასერტიფიკატო კურსებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა. ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მომზადდება შესაბამისი პროფილის სპეციალისტები, რომლებიც კომპანიის ლაბორატორიებში სხვადასხვა სახის ტრეინინგებს, სასერტიფიკატო კურსებსა და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსეი კუზნეცოვმა აღნიშნა, მემორანდუმის გაფორმება ერთნაირად მნიშვნელოვანი მოვლენაა ორივე მხარისთვის. დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების შესრულება ხელს შეუწყობს სტუდენტების მოზიდვასა და დაინტერესებას, რაც მათ სპეციალისტებად ჩამოყალიბების პროცესში უდავოდ წაადგებათ. მემორანდუმის ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" უნივერსიტეტის სტუდენტებს სათანადო პრაქტიკული უნარების განვითარებაში დაეხმარება და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მათ ჩართულობას კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში. მისი თქმით, მემორანდუმი, სამომავლოდ, საუკეთესო სტუდენტების კომპანიაში დასაქმებასაც ითვალისწინებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ სხვა უმაღლეს სასწავლებლებთანაც აქვს გაფორმებული.  მიმდინარე წელს, მემორანდუმებით გათვალისწინებულ საზაფხულო დასაქმების პროგრამაში, კომპანიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 სტუდენტი დაასაქმა.


 

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად