ახალი ამბები
...

13/02/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბი ამოქმედდა



კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“, 24-საათიან რეჟიმში, მუშაობა დაიწყო კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბმა, რომელიც, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე წლევანდელი მკაცრი ზამთრის შედეგად მომხდარი ავარიების ლიკვიდაციის მიმართულებით, ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს. საგანგებო სრტუქტურული ერთეულის ამოქმედებასთან დაკავშირებით, კომპანიაში დღეს პრესკონფერენცია შედგა, რომელზეც შტაბის მუშაობის სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დეტალურად ისაუბრეს. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ - ბესიკ ვაშაკაშვილმა, ადმინისტაციულმა დირექტორმა - ნიკოლოზ ბახტაძემ და ტექნიკური დირექტორის მოადგილემ - ომარ გოცირიძემ.

კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის - ბესიკ ვაშაკაშვილის თქმით, კომპანიაში წყალმომარაგების კუთხით შექმნილია კრიზისული სიტუაცია და კომპანია უნდა გამოვიდეს ამ კრიზისიდან. „მიმდინარე წელს, მკაცრმა ზამთარმა წყალმომარაგებაში გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა. ცხადია, ნორმალური არ არის, როდესაც წყალმომარაგება ტემპერატურაზეა დამოკიდებული, მაგრამ ამის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები არსებობს", - აღნიშნა ბესიკ ვაშაკაშვილმა. მისივე თქმით, შტაბის შექმნა დროებითი ღონისძიებაა და ის კოორდინაციასა და მონიტორინგს გაუწევს ბოლო დროს თბილისის სხვადასხვა უბანში წყალსადენის ქსელებზე ზამთრის ყინვის შედეგად გამოწვეული ავარიული დაზიანებების ოპერატიულად აღმოფხვრას.

კომპანიის ადმინისტაციული დირექტორის - ნიკოლოზ ბახტაძის თქმით, ზამთრით გამოწვეული ავარიული დაზიანებების შედეგები კომპანიისთვისაც მოულოდნელი იყო. რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეიქმნა წყალმომარაგებაში პრობლემები და რატომ ვერ მოხდა პრევენცია, ბახტაძის თქმით, პრივატიზაციის დროს, 2008 წელს მაგისტრალური ქსელების მდგომარეობის შესახებ არანაირი აღწერილობა, ელემენტარული მონაცემებიც არ არსებობდა. ამჟამად, კი მიმდინარეობს ინფორმაციის დადგენა და ელექტრონულ ვერსიაში გადატანა. რამდენიმე თვეში ეს ელექტრონული რუკა მზად იქნება.

ტექნიკური დირექტორის მოადგილემ - ომარ გოცირიძემ ყურადღება გაამახვილა იმ ტექნიკურ დავალებებზე, რომლის შესრულებასაც  შტაბი უკვე შეუდგა. მისი თქმით, დაუყოვნებლივ ხდება წყალმომარაგების შეწყვეტის ცალკეულ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირება 24-საათიან რეჟიმში, რაც დაზიანებების უმოკლეს დროში ლიკვიდაციის პარალელური პროცესია, ასევე, ხდება მყისიერი სამოქმედო გეგმის შემუშავება, მის შესასრულებლად ვადის დაწესება და შესრულებული სამუშაოების მკაცრი კონტროლი. რაც მეტად მნიშვნელოვანია, კომპანიის საავარიო სამსახური ახალი ბრიგადებითა და სპეცტექნიკით ძლიერდება.

კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბი დაკომპლექტებულია კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტებისგან, მის მუშაობას კი ყოველდღიურ რეჟიმში კონტროლს გაუწევს კომპანიის დირექტორთა საბჭო.

 

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად