12/02/2014 თბილისში წყლის შეწყვეტის შესახებ ყოველდღიური ინფორმაციის მოძიება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებგვერდზეა შესაძლებელი
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რეკომენდაციით მიმართავს თავისი აბონენტების იმ ნაწილს - თბილისის მოსახლეობას, ორგანიზაციებს, საწარმოებსა და კომერციულ ობიექტებს - რომელთაც ხელი მიუწვდებათ ინტერნეტზე, წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით მიმართონ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს - www.georgianwater.com
კომპანიის ვებგვერდი მუდმივად განახლებად რეჟიმში ფუნქციონირებს. მომხმარებლები მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების თუ ავარიული დაზიანებების ლიკვიდაციის მიზეზით წყლის მიწოდების შეწყვეტასა და მის ხანგრძლივობაზე ყოველდღიური ინფორმაციის მოძიებას „მთავარი გვერდიდან“ „გადაუდებელი სამუშაოების“ ჩანართზე გადასვლით შეძლებენ - http://www.georgianwater.com/main.php?pg=spl&tp=7&mn1=3&mn2=37
გარდა ამისა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ დღეიდან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობა დაიწყო კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბმა, რომელიც, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე წლევანდელი მკაცრი ზამთრის შედეგად გამოწვეული ავარიების ლიკვიდაციის მიმართულებით, ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს. „კრიზისული შტაბის“ მუშაობა იქნება აბსოლუტურად ღია - ნებისმიერი მოქალაქე, თავის პრობლემასთან დაკავშირებით, შესძლებს შტაბის სახელზე დატოვოს წერილობითი შეტყობინება კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის პირად მესიჯებში (ინბოქსში), სპეციალური მითითებით - „GWP-ის შტაბს“ ან დაუკავშირდეს კომპანიის ცხელ ხაზს - 293 11 11 და დატოვოს სიტყვიერი შეტყობინება ასეთივე სპეციალური მითითებით.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი