27/02/2014 კვარტალური დარიცხვის პროგრამა, ვებპორტალი mygwp.ge და SMS-შეტყობინების პროგრამა უკვე ამოქმედდა
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, თბილისელი აბონენტებისთვის სამი ახალი პროექტი - კვარტალური დარიცხვის პროგრამა, ვებპორტალი mygwp.ge და SMS-შეტყობინების პროგრამა აამოქმედა.
უკვე ერთი თვეა, გამრიცხველიანებულ აბონენტებს გადასახადის დარიცხვის ახალი ფორმით - კვარტალური დარიცხვის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ. პროგრამაში ჩართვის მიზნით, კომპანიამ 43 000 აბონენტთან ხელშეკრულებები უკვე გააფორმა და მათ წყალმომარაგება-წყალარინების მომსახურების საფასურის დარიცხვის მოქნილი ფორმა შესთავაზა - კომპანიის წარმომადგენელი მრიცხველის ანათვალს კვარტალში ერთხელ იღებს, ხოლო შუალედურ პერიოდში, ორი თვის მანძილზე, კონკრეტულ აბონენტს გადასახადი თავისი საშუალო ხარჯის, ანუ „შეფასებითი დარიცხვის“ წესის მიხედვით ერიცხება. კვარტლის ბოლოს კი, როდესაც კომპანიის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის რეალური ჩვენება დაფიქსირდება, დარიცხული თანხის კორექტირება მრიცხველის ჩვენების შესაბამისად მოხდება.
პარალელურად, კომპანიამ მაქსიმალურად გაითვალისწინა პროგრამაში ჩართულ მომხმარებელთა ინტერესები და მათთვის მეორე პროექტიც აამოქმედა - ვებპორტალი mygwp.ge, რომელზეც წვდომის შესაძლებლობა ხელშეკრულების მქონე თითოეულ აბონენტს მისთვის მინიჭებული უნიკალური პაროლის მეშვეობით შეუძლია. „შეფასებითი დარიცხვის“ მქონე აბონენტებს შესაძლებლობა ეძლევათ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მრიცხველის რეალური ჩვენება გაუგზავნონ, რომელიც კომპანიის ბილინგის სისტემაში ავტომატურად აისახება. შედეგად, დარიცხული თანხის კორექტირება აბონენტის მიერ მითითებული მრიცხველის ჩვენების შესაბამისად მოხდება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, კომპანიის წარმომადგენელი მრიცხველის ჩვენებას კვარტალში ერთხელ ადგილზე მისვლით დააფიქსირებს. ყველა ასეთ აბონენტს მისთვის განკუთვნილი პაროლი კომპანიამ ხელშეკრულებაში მითითებულ მობილურ ნომერზე უკვე გაუგზავნა. მონაცემთა კონფიდენციალობის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, აბონენტები ყოველთვიურად განახლებულ პაროლს მიიღებენ.
მესამე პროექტით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” მომხმარებელთა ინფორმირების არსებული საშუალებები გააძლიერა და თებერვლის დასაწყისიდან SMS-შეტყობინებების გაგზავნა დაიწყო. პროექტის მიზანია, წყალმომარაგების გეგმიურად თუ ავარიულად შეწყვეტის შემთხვევაში, მოსახლეობის ოპერატიულად ინფორმირება მობილური ტელეფონის საშუალებით. ამ ეტაპზე ინფორმაცია, წყლის შეწყვეტის მიზეზისა და წყალმომარაგების აღდგენის დროის მითითებით, უკვე 45 000 აბონენტს ეგზავნება. პარალელურად, კომპანია ბილინგის არსებული ბაზის სრულყოფას ცხელი ხაზის, კვარტალური დარიცხვის პროგრამისა და სერვისცენტრების მეშვეობით ახორციელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი